ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში 2022 წლის 27 ივლისს სასწავლო პროცესის დასრულება საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს პროფესიული განათლების ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტებმა საექთნო განათლება და ფარმაცია (სააფთიაქო)-მ/ ღონისძიებას ესწრებოდა სასწავლებლის დირექტორი ბ-ნ ამირან ტაკიძე, პროფესიული მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ღონისძიების დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიულ მასწავლებელს ქ-ნ ნონა ემირიძის ხსოვნას, რომელმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა სასწავლებლის პროფესიული განათლების განვითარებაში. სასწავლებლის დირექტორმა ბ-ნ ამირან ტაკიძემ მიულოცა სტუდენტებს სწავლის დასრულება და უსურვა წარმატებები მათ პროფესიულ საქმიანობაში. პროფესიული პროგრამის ფარმაცია (სააფთიაქო)-ს პროგრამის ხელმძღვანელმა ქ-ბ მანანა ხაბაზემ წაიკითხა ფარმაცევტის ფიცი, ხოლო პრაქტიკოსი ექთნის პროგრამის ხელმძღვანელმა მირანდა თავართქილაზემ წაიკითხა ჰიპოკრატეს ფიცი. სტუდენტებმა ერთხმად დააფიქსირეს, რომ პირნათლად შეასრულებდნენ მათ პროფესიას. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და უსურვეს წარმატებები კურსდამთავრებულებს დირექტორის მოადგილემ გულნარა ბასილაძემ, სასწავლო პროცესის მენეჯერმა ირმა ადეიშვილმა, პროფესიულმა მასწავლებლებმა: ქეთევან ტაკიძემ, თამილა შარაბიძემ, ნონა ჩიხლაძემ, მარინა ბაკურიძემ და სხვებმა. დიდი მადლიერებით და თბილი სიტყვებით პროფესიულმა სტუდენტებმა გამოხატეს მათი დამოკიდებულება სასწავლებლის მიმართ და დააფიქსირეს, რომ სასწავლებელში მიღებული პროფესიული განათლება დაეხმარებათ მათ ცხოვრებისეულ წინსვლაში და არასდროს დაივიწყებენ იმ პროფესიულ მასწავლებლებს, ვინც მიიღო მონაწილეობა მათ პროფესიული ცოდნის ჩამოყალიბებაში. ღონისძიებამ ჩაიარა საზეიმო, ამაღლებულ და თბილ გარემოში.