28.07.2022 წელი

ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში პროგრამა ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის კურსდამთავრებულებმა სწავლის დასასრული საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. შეხვედრას ესწრებოდენ ადმინისტრაციის წევრები,პროფესიული მასწავლებლები და სტუდენტები. სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატება უსურვეს დირექტორის მოადგილემ სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში მანანა ხაბაძემ, სასწავლო პროცესის მენეჯერმა ირმა ადეიშვილმა და პროფესიულმა მასწავლებელმა ვახტანგ ტაკიძემ. კურსდამთავრებულებს ასევე ისურვეს წინსვლა და დასაქმება თავიანთი პროფესიით. კურსდამთავრებულთა ნაწილმა სიტყვით გამოვიდნენ, მადლობა გადაუხადეს სასწავლებელის ადმინისტრაციას და პროფესორ მასწავლებლებს გვერდში დგომისა და თბილი დამოკიდებულებისთვის. ღონისძიებამ ჩაირა თბილ, საინტერესო და სასიამოვნო გარემოში.