29.07 2022 წელა ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში ჩატარდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სხდომა დღის წესრიგი: 1. 2021-2022 წელს სასწავლებელში განხორციელებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა. მომხსენებელი სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის სამსახურის უფროსი მანანა ხაბაძე 2. 2021-2022 წლის სასწავლებლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობის აქტივობებისა და მონიტორინგის შედეგების შესახებ. მომხსენებელი:სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ირმა ადეიშვილი 3. სტუდენტთა აკადემიური მოსწრების დოკუმენტაციის წარმოების შესახებ. მომხსენებელი:ხარისხის სამსახურის მთ.სპეციალისტი ნანული ვაშაკიძე. სხდომის დასასრულს პროფესიულ მასწავლებლებს გადაეცათ მადლობის ბარათები, შემდეგ ნომინაციებში: წლის საუკეთესო მასწავლებელი, წლის საუკეთესო პროფესიული მასწავლებელი, წლის აქტიური პროფესიული მასწავლებელი, წლის ახალგაზრდა და პერსპექტიული პროფესიული მასწავლებელი. და ასევე პროგრამის ხელმძღვანელები, რომლებიც თან ახორციელებენ მოდულურ პროგრამებს გადაეცათ მადლობის ბარათი ნომინაციაში წლის საუკეთესო პროგრამის ხელმძღვანელი და პროფესიული მასწავლებელი.