12.10.2022 წელი.


ვარდისფერი ოქტომბერი

ბდს-ის ჯანდაცვის მიმართულების პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა ჩაატარეს აქტივობა თემაზე "ვარდისფერი ოქტომბერი", რომელიც ეძღვნება ძუძუს კიბოს დაავადების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

აქტივობაში ჩართული იყო დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში ქალბატონი მანანა ხაბაძე, საექთნო განათლების ხელმძღვანელი მირანდა თავართქილაძე, პროფესიული მასწავლებელი ციური გოგიტიძე და სტუდენტური თვითმმართველობა.

სიტყვაში გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ძუძუს კიბოს პრევენციის მკურნალობას და შედეგების საკითხებს. აქვე აღნიშნეს რომ კიბო განაჩენი არ არის, დროული მკურნალობა და პრევენცია ყოველთვის იძლევა დადებით შედეგს.

შეხვედრამ ჩაიარა საინტერესო და აქტუალურ გარემოში.