ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებელი სერიოზულად ემზადება ახალი სასწავლო წლისათვის.
სტუდენტთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით შემუშავდა საგანგებო მართვის გეგმა. გატარდა ღონისძიებანი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესასრულებლად.
სასწავლებლის საგანგებო შტაბის წევრების მიერ შემუშავებული საგანგებო მართვის გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად მომზადდა, შეთანხმებულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო მართვის სამსახურთან 21.02.2022 წელი, MIA 8 22 02424692.
სასწავლებელში განხორციელდა შენობა-ნაგებობის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებანი,
2022 წლის 19 ოქტომბრის №186 სახანძრო-ტექნიკური შემოწმების და გამოკვლევის აქტის შესაბამისად დგინდება, რომ შპს „ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებელი“-ს (ს/ნ 245409838) შენობის ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობა შეესაბამება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების მარეგულირებელ ნორმებს.