• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია, ხედვა, ღირებულებები
    • თანამშრომლობა
    • ბიბლიოთეკა
    • სტრატეგია
    • კატალოგი
      • კატალოგი 2017
      • კატალოგი 2018
      • კატალოგი 2019
      • კატალოგი 2020
      • კატალოგი 2021
      • კატალოგი 2022
  • მართვა
    • სტრუქტურა
    • დირექტორი
    • სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
    • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
    • პერსონალი
  • პროგრამები
  • მარეგულირებელი აქტები
    • წესდება
    • შინაგანაწესი
    • სხვა მარეგულირებელი აქტები
  • თვითმმართველობა
    • სტუდ. თვითმმარ. 2021-2022 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა
  • გალერეა
  • კონტაქტი

 

 

ლექსიკონი

 

 

სასარგებლო ბმულები

 

Our capabilities

Nulla sed magna eu

Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor.

Vivamus eu dui sem

Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor.

Lorem ipsum dolor

Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor.

24.10.2016

                                                            ერთი     დღე    ბოტანიკურ    ბაღში

       ფარმაციის სპეციალობის სტუდენტები სასწავლო პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. სტუდენტები აღფრთოვანებული დარჩნენ იქ ნანახი სილამაზით და სუბტროპიკულ მცენარეთა კოლექციით.შემოდგომის ფერები განსაკუთრებულ სილამაზეს და ხიბლს მატებდა ბუნებას, ირგვლივ ერთმანეთში  ჰარმონიულად ირეოდა ოქროსფერი,წითელი,ყვითელი და სხვა ფერები.

      სტუდენტებმა გულდასმით დაათვალიერეს ბაღის როგორც ზედა,ასევე ქვედა პარკი.  ზედა პარკს განსაკუთრებით ამშვენებდა უნიკალური პანორამული ხედები ზღვის და მთის შერწყმული ფლორით.

ერთი დღე ბოტანიკურ ბაღში სტუდენტებმა გაატარეს მხიარულ, საინტერესო და სასიამოვნო გარემოში.

   

22.09.2016

                                                                                                                 შეხვედრა განათლების მინისტრთან
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით შედგა შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან. შეხვედრას ,,ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლიდან“ ესწრებოდა პროფესიული პროგრამების მენეჯერი იზო ხალვაში. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროფესიული განათლების პრობლემები და პერსპექტივები. ასოციაციის წარმომადგენლებმა კერძო კოლეჯების პრობლემებზე ისაუბრეს. მინისტრმა პროფესიული განათლების განვითარების საკუთარი ხედვები წარუდგინა საზოგადოებას, რომ პროფესიული განათლება გახდეს მიმზიდველი, სტუდენტებმა დაუბრკოლებლად შეძლონ სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებლებში. შეძლონ პროფესიულ სასწავლებლებში მიღებული ცოდნის გადატანა უმაღლეში და მოხდეს უმაღლესის მიერ მათი აღიარება. ასევე ვრცლად ისაუბრა კოლეჯების ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულებით.

               

30.05.2016

შპს ,,ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებელი“

         2016–2017 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ბუღალტერი
  • ოფისის მენეჯერი 
  • საბაჟო წარმომადგენელი
  • ინფორმაციული ტექნოლოგი
  • კბილის ტექნიკოსი
  • ფარმაცია
  • პრაქტიკოსი ექთანი  (მე-5 საფ.)

 

სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი;

 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაიშვებიან საბაზო განათლების (9კლ) და სრული ზოგადი განათლების მქონე პირები;

აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

2. სრულიზოგადი/ საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. დაბადების მოწმობის ასლი;

4. 3 ფოტოსურათი 3/4 –ზე.

აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყება 2016 წლის 1 ივნისიდან

მის: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ.№3ა

ტელ:  29 41 34     მობ: 592 57 00 98;   555 43 82 38

ვებ.გვერდი:   WWW. biu-profcollage.ge

ელ.ფოსტა:  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

24.05.2016

სტუდენტთა კონფერენცია - 2016 შპს ,,ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში“ 24 მაისს ჩატარდა სტუდენტთა კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკოსი ექთნის, ფარმაცევტის თანაშემწისა და ოფისის მენეჯერის პროგრამების პროფესიულმა სტუდენტებმა. სულ წარმოდგენილი იყო 9 თემა. კონფერენციაში აქტიურად ჩართული იყო პროფესიული მასწავლებლებიც, რომლებმაც სტუდენტებს გაუწიეს ხელმძღვანელობა საკონფერენციო თემატიკის შერჩევასა და მომზადებაში. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები შეფასდა სპეციალური კომისიის მიერ და გამოიკვეთა გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

    

  

 

8.04.2016

საქველმოქმედო აქცია - ,,აჩუქე სიცოცხლე“

   7 აპრილს სისხლის ბანკში შპს ,,ჰემა-2012“ გაიმართა საქველმოქმედო აქცია ,,აჩუქე სიცოცხლე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სასწავლებლის სტუდენტებმა. სასწავლებლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პროფესიულ სტუდენტებს გაწეული თანადგომისათვის.

   

25.03.2016

   24 მარტს ,,ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებმა გამართეს ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ტუბერკულოზით დაავადებულთა საერთაშორისო დღეს და ასევე დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშთა საერთაშორისო დღეს.   „მზის შვილები“ - ასე ეძახიან  დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს. სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო ნაშრომები და ვრცლად ისაუბრეს აღნიშნულ თემატიკაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სასწავლებლის სტუდენტები, მასწავლებლები და ექიმი-სპეციალისტები. მათ  ვრცლად და ამომწურავად  ისაუბრეს აღნიშნულ დაავადებებზე.

   

21.03.2016

„სიყვარული სიცოცხლით იწყება“

      ასე უწოდეს გაზაფხულის ერთ ლამაზ საღამოს ,,ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ ფარმაციის ფაკულტეტის  სტუდენტებმა.

      საღამო ეძღვნებოდა გაზაფხულის დღესასწაულებს, რომლებიც ასოცირდება  სიყვარულთან,      ქალთან       და დედასთან.      სტუდენტებმა საღამო  გაალამაზეს   ლექსებით, სიმღერებით, შესრულდა თანამედროვე და ქართული სიმღერები და ცეკვები, გაიმართა ვიქტორინა,  გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ საჩუქრებით. ღონისძიებაში აქტიურად ჩართული იყვნენ როგორც სტუდენტები, ასევე ლექტორ-მასწავლებლები.

       საღამოზე სიტყვით გამოვიდა პროფესიული პროგრამების მენეჯერი ქალბატონი იზო ხალვაში, რომელმაც გულთბილად მიულოცა ყველა ქალ მასწავლებელს, სტუდენტებს გაზაფხულის ყველა ლამაზი  დღესასწაული. სასწავლების წარჩინებული  სტუდენტები დაჯილდოვდნენ სიგელებით. საღამომ ჩაიარა თბილ და მხიარულ ატმოსფეროში.

               

22.01.2016
პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!
1 თებერვალს, ორშაბათს 10.00 სთ-ზე განახლდება სასწავლო პროცესი.
15.12.2015

7-12 დეკემბერს სასწავლებელში ჯანდაცვის მიამრთულების სპეციალობებზე მასწავლებლების მანანა ხაბაძის, ზაირა ჯაფარიძისა და ნონა ემირიძის მიერ გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით ჩატარებულ იქნა ღია მეცადინეობები.

 

 

3.11.2015

საქველმოქმედოაქცია - "აჩუქესიცოცხლე"

  30 ოქტომბერსშპს "ჰემა-2012"-ის სისხლის ბანკში გამართულ საქველმოქმედო აქციაში - "აჩუქე სიცოცხლე", მონაწილეობა მიიღო შპს ,,ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა, რისთვისაც სასწავლებლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძრვანელს მანანა ხაბაძეს და პროფესიულ სტუდენტებს გაწეული თანადგომისათვის.

   

«StartPrev10111213141516171819NextEnd»
 

Designed By : BatumiWeb

Gallery photos

 

Go Top