გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სასწავლებლის სახელწოდებაში ცვლილებების განხორციელების შედეგად შპს ,,ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის’’ სახელწოდება შეიცვალა და დაფიქსირდა როგორც შპს ,,ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებელი“, რაც დასტურდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (28/09/2015).
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
,,ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“ სწავლა დაიწყება 21 სექტემბერს 10.00 საათზე.
ღია კარის დღე
9 ივნისს ,,ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“ ჩატარდა ღია კარის დღე, სასწავლებელში სტუმრად იმყოფებოდნენ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასელები ხელმძღვანელებთან ერთად. ახალგაზრდები გაეცნენ სასწავლებლის ბაზას - კაბინეტ-ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზში მათთვის წარმოდგნილი იქნა პრეზენტაცია სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის შესახებ. დირექციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს გააცნეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებები, ასევე ჩარიცხვისა და სწავლის პირობები. მოსწავლეების მხრიდან გამოიხატა დაინტერესება სხვადასხვა პროგრამის მიმართ, დიალოგი გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
პროფესიული განათლების მსურველთა საყურადღებოდ!
,,ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი“ (ავტორიზებული საზოგადოებრივი კოლეჯი) აცხადებს მიღებას (გასაუბრებით) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბუღალტერი
ოფისის მენეჯერი
საბაჟო წარმომადგენელი
ინფორმაციული ტექნოლოგი
კბილის ტექნიკოსი
ფარმაცია
პრაქტიკოსი ექთანი (მე-5 საფ.)
სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო დიპლომი.
მისამართი: ბათუმი, ჯავახიშვილისქ. 3ა
ტელ: 29 41 34; მობ: 592 57 00 98; 555 54 82 38
სტუდენტთა კონფერენცია
შპს ,,ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“ მიმდინარე წლის 13-14 მაისს ჩატარდა სტუდენტთა კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის მიმართულების - პრაქტიკოსი ექთნისა და ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის, კბილის ტექნიკოსის მესამე და მეოთხე საფეხურის, ასევე ფარმაცევტული პრეპარატების წარმოებისს პეციალისტის მესამე საფეხურის პროფესიულმა სტუდენტებმა. სულ წარმოდგენილი იყო 13 თემა. კონფერენციაში აქტიურად ჩართული იყო პროფესიული მასწავლებლებიც, რომლებმაც სტუდენტებს გაუწიეს ხელმძღვანელობა საკონფერენციო თემატიკის შერჩევაში და მომზადებაში. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები შეფასდა სპეციალური კომისიის მიერ და გამოიკვეთა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: აქტუალური თემა, საუკეთესო თემა, შემოქმედებითი თემა, მრავალმხრივ საინტერესო თემა და ნაშრომი - საინტერესო კვლევა. წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ სიგელებით დაფასიანი საჩუქრებით.
სტუმრადპანსიონში
ბათუმთან ახლოს, სოფელ ფერიაში არის სიკეთითა და სათნოებით სავსე, თბილი სახლი, რომელსაც წმინდა მატათა მოციქულის სახელობის პანსიონი ჰქვია. აქ აღიზარდნენ ანა, თემური, ნიკა და ნონა, რომლებიც ამჟამად შპს ,,ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“ მათ მიერ არჩეულ პროფესიებს ეუფლებიან. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასწავლებლის ადმინისტრაციის
წარმომადგენლები და სტუდენტები სტუმრად იმყოფებოდნენ იმ გარემოში, სადაც სხვადასხვა ასაკის ასამდე მოზარდი დიდი მზრუნველობითა და უფლის სიყვარულით იზრდებიან, ღებულობენ განათლებას, სწავლობენ ხელსაქმეს, ხატწერას, გაერთიანებულები არიან სხვადასხვა წრეებში. შეუფასებელია დედაო სიდონიას შრომა და მზრუნველობა, რასაც იგი პანსიონის პერსონალთან ერთად დიდი სიყვარულით აკეთებს მზრუნველობა მოკლებული მოზარდებისათვის. იქ ნანახმა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა, ზღვა სითბო და სიყვარული ტრიალებდა ლამაზი ფერებით მოხატულ ,,დიდ ოჯახში“.
ტრენინგი პროფესიული სტუდენტებისათვის
,,ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში“ პრაქტიკოსი ექთნის მე-5 საფეხურის სტუდენტებისათვის დასრულდა ერთ კვირიანი მეცადინეობები, რომელსაც უძღვებოდნენ შინმოვლის საერთაშორისო ორგანიზაციის ”საქართველოს კარიტასი” სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია მიქაძე და ექსპერტი ლია ფეტვიაშვილი. ტრენინგის დასრულებისას მასში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცა სერთიფიკატი.
გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!
ბუღალტრის მესამე საფეხურის პროფესიულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!". კურსის ხელმძღვანელი ირმა ადეიშვილი.
სიყვარულის ,,ანოტაცია“:
დასახელება: ,,სიყვარული“
შემადგენლობა : სითბო, ერთგულება, ნდობა და პატივისცემა.
ვუსურვებთ წარმატებებს
კბილის ტექნიკოსის მეოთხე საფეხურის სტუდენტი -ონისე თავართქილაძე არის აჭარის მრავალგზის ჩემპიონი მკლავჭიდში და საქართველოს მაშტაბით ჩატარებული ტურნირების ჩემპიონი, ის ამჟამად ემზადება ევროპის შესარჩევი უნივერსიადისთვის.