2021 წლის 17 სექტემბერს ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებთან ჩატარდა მოტივაციური გასაუბრება.
აპლიკანტთა საყურადღებოდ!
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევის მიზნით მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 2021 წლის 17 სექტემბერს.
სტუდენტური კონფერენცია - 2021
10-11 ივნისს ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში ჩატარდა პროფესიულ სტუდენტთა კონფერენცია. საექთნო განათლებისა და ფარმაციის (სააფთიაქო) პროგრამების პროფესიული სტუდენტების მიერ წარმოდგენილი თემები სპეციალური კომისიის მიერ შეფასდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: თემის აქტუალურობა, მასალის ფლობა, ტერმონოლოგიის გამოყენება, თვალსაჩინოებების გამოყენება. პირველი ადგილი დაიმსახურა ფარმაციის პროგრამის სტუდენტების - მაია უშარიძისა და ნინო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილმა თემამ „უტილიზაცია - ნარჩენების მართვა“. მეორე ადგილი წილად ხვდა საკონფერენციო თემას „ინექციის გართულებები“, რომელიც მოამზადეს საეთნო განათლების სტუდენტებმა ელზა გორაძემ და ლონდა სალაძემ. მესამე ადგილზე გავიდა თემა „პასიფლორა და მისი ბიოლოგიური მნიშვნელობა“, რომელიც წარმოადგინა ფარმაციის პროგრამის სტუდენტებმა გურანდა ბოლქვაძემ და ინდირა სურმანიძემ. კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისათვის სტუდენტებს გადაეცათ სიგელები, ხოლო გამარჯვებულ სტუდენტებს გარდა სიგელებისა გადაეცათ ფასიანი საჩუქრები. ასევე ფასიანი საჩუქრები გადაეცათ პროფესიული განათლების მასწავლებლებს: ციური გოგიტიძეს, თამილა შარაბიძეს, ნონა ემირიძეს და მანანა ხაბაძეს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკონფერენციო თემატიკის შერჩევასა და მომზადებაში.
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია
პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლებისა და შეფასების III ეროვნული
კონფერენცია
2021 წელი, 20-21 ივნისი
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით იმართება კონფერენცია პროფესიული მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის.
1. პროფესიული განათლების მასწავლებელთა კონფერენცია თემაზე: პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლება და შეფასება;
2. პროფესიულ სტუდენტთა კონფერენცია თემაზე: პროფესიული განათლების როლი პროფესიის განვითარებაში.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად დაცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.
ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით გამოცხადდა წინასააღდგომო არდადეგები.
სტუდენტური აქტივობა - ,,ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს’’.
აღმზრდელის პროგრამის პროფესიულმა სტუდენტებმა სასწავლო აუდიტორიაში პროფესიული განათლების მასწავლებლის ნათია დავითაძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს აქტივობა - 21 მარტი მზის შვილების დღეა.
პრაქტიკული მეცადინეობა ფარმაკო-ქიმიის ლაბორატორიაში. პროგრამა - ფარმაცია (სააფთიაქო); მოდული - ნივთიერებათა კლასიფიკაცია და მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები; პროფესიული განათლების მასწავლებელი მარინა ბაკურიძე.
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ 1 მარტიდან ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ გადადის არადისტანციურ რეჟიმში. პროფესიული სტუდენტები სასწავლებელში გამოცხადდებიან მხოლოდ პრაქტიკულ/ ლაბორატორიულ მეცადინეობებზე და შედეგების შეფასებაზე, რაზეც ცალკეულ ჯგუფებს მიეწოდება შესაბამისი განრიგი (ცხრილი).
საფუძველი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება N159323.
23 თებერვალი, ფარმაციის (სააფთიაქო) უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებელმა ციური გოგიტიძემ ჩაატარა ღია ონლაინ-მეცადინეობა ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით, მოდული - ტოქსიური ნითიერებების ბიოლოგიური მასალიდან იზოლირება და აღმოჩენა. მეცადინეობას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ პროფესიული განათლების მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.