• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია, ხედვა, ღირებულებები
    • თანამშრომლობა
    • ბიბლიოთეკა
    • სტრატეგია
    • კატალოგი
      • კატალოგი 2017
      • კატალოგი 2018
      • კატალოგი 2019
      • კატალოგი 2020
      • კატალოგი 2021
      • კატალოგი 2022
  • მართვა
    • სტრუქტურა
    • დირექტორი
    • სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
    • სტრატ. განვით. და ხარისხის სამსახური
    • სტრუქტურული ერთეულები
  • პროგრამები
  • მარეგულირებელი აქტები
    • წესდება
    • შინაგანაწესი
    • სხვა მარეგულირებელი აქტები
  • თვითმმართველობა
    • სტუდ. თვითმმარ. 2021-2022 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა
  • გალერეა
  • კონტაქტი

 

 

ლექსიკონი

 

 

სასარგებლო ბმულები

 

Our capabilities

Nulla sed magna eu

Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor.

Vivamus eu dui sem

Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor.

Lorem ipsum dolor

Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor.

ღია მეცადინეობა პროფესიულ პროგრამა აღმზრდელზე

2022 წლის 24 ივნისს ღია მეცადინეობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ღია მეცადინეობა პროფესიულ პროგრამა აღმზრდელზე. თემა: მეწარმეობის სამართლებრივი ფორმა. პროფესიული მასწავლებელი: თამარა სამიტაშვილი. ღია მეცადინეობას დაესწრნენ დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში, პროგრამის ხელმძღვანელები და პროფესიული მასწავლებლები. მეცადინეობა ჩატარდა აქტიურ გარემოში.

23.06.2022 წელი

აფხაზეთობა - საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ ხელდასმული დღესასწაული, აფხაზთა და ქართველთა დიდი შერიგების, ერთმანეთთან დაბრუნების დღეა. 23 ივნისს ბათუმი მასპინძლობდა აფხაზეთობის მონაწილეებს. ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის წარმომადგენლები, სტუდენტური თვითმმართველობა, მიწვეულნი ვიყავით ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი მსურველთ ვერ იტევს, აქ ერთად შეგროვდა ყველა თაობა, აფხაზები, ქართველები. არაჩვეულებრივი განწყობაა. საღამოს უძღვებოდა აფხაზეთის განათლებისა და სპორტის მინისტრი, ცნობილ ჟურნალისტ ეკა ხოფერიასთან ერთად. სცენა ეთმობა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს, ქართულ-აფხაზური ცეკვა სიმღერა ენაცვლება ერთმანეთს, საღამოს აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "არსიანი" აგვირგვინებს ცეკვით "აფხაზური ქორწილი". საღამო მთავრდება ერთი განწყობით. " ჩვენ ერთმანეთთან დავბრუნდებით". გულწრფელი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს.

16.06.2022 წელი

2022 წ 16 ივნისს გაიმართა ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში დაწესებულების ერთ და შვიდწლიან სამოქმედო გეგმებზე მუშაობა.

შეხვედრა ბათუმის ა (ა) იპ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორ დავით დიასამიძესთან.

8 ივნისს ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს სტუმრობდნენ ა (ა) იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი დავით დიასამიძე, ა (ა) იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე მეთოდოლოგიის დარგში ზაირა ქაჯაია, მეორე კატეგორიის სპეციალისტი მეთოდოლოგიის დარგში ნორა ფუტკარაძე. სასწავლებლის პროფესიული კადრების მომზადება, მათი დასაქმება და კარიერული წინსვლა გახდა შეხვედრის განსჯის საგანი. გაიმართა გულახდილი საუბარი აღმზრდელის როლსა და მნიშვნელობაზე მოზარდის ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) პლატფორმის წამოწყების ღონისძიება

2 ივნის PMC კვლევით ცენტრმა, USAID-ის Economic Governance Program-ის ფარგლებში, განახორციელა საგრანტო აქტივობა Piloting New Public and Private Sectors’ Collaboration Mechanism for VET Training Program Development. ინიციატივის ფარგლებში, შეიქმნა PPP პლატფორმა, რომელზეც შეიკრიბნენ ICT სექტორის წარმომადგენელი კომპანიები და პროფესიული/არაფორმალური განათლების მომწოდებლები, განიხილეს განათლების კუთხით სექტორში არსებული გამოწვევები და შეიმუშავეს კონკრეტული გადაწყვეტები. აღნიშნული პლატფორმის ერთ-ერთი მიზანი იყო. ისაუბრეს რომ, გამოწვევების იდენტიფიცირების შემდეგ, ექსპერტების ჩართულობით შეიქმნას კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა ICT სექტორისთვის, რომელსაც სექტორში არსებული უნარების განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების მოგვარებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ექნება.

პლათფორმას დაესწრო ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში ქალბატონი მანანა ხაბაძე

ბდს საბაჟო საქმის პროფესიული პროგრამის სტუდენტები პრაქტიკაზე საბაჟო გამშვებ პუნქტში "ბათუმის პორტი".

ბდს საბაჟო საქმის პროფესიული პროგრამის სტუდენტები საქართველოს შემოსავლების სამსახურის 2022წლის 23 მაისის ბრძანებით აგრძელებენ პრაქტიკას და 3 ივნისიდან ისინი პრაქტიკანტებად დაინიშნენ საბაჟო გამშვებ პუნქტში "ბათუმის პორტი". პროგრამას ხელმძღვანელობს პროფესიული მასწავლებელი ნატო ურუშაძე. პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ეცნობიან: პორტის საქმიანობას; ნორმატიულ დოკუმენტებზე მუშაობას. პორტის შესაბამისი სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა პრაქტიკა ნაყოფიერი და სასარგებლო იყოს სტუდენტებისთვის.

ბავშვთა დაცვის დღე!

საგანმანათლებლო პროგრამის „აღმზრდელის“ პროფესიული სტუდენტები, რომლებიც პრაქტიკას გადიან ქ. ბათუმის №3 საჯარო საბავშვო ბაღში აქტიურად ჩაერთვნენ ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მომზადებაში და ბავშვებს ბაღის აღმზრდელ მასწავლებლებთან ერთად ლამაზი დღესასწაული მოუწყვეს.

. 

01.06.2022 წ

1 ივნისს ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში გაგრძელდა პროფესიულ სტუდენტთა კონფერენციის მეორე დღე და ბიზნესის ადმინისტრირების პროფესიული სტუდენტების გამოსვლებს დაეთმო. აქტუალური თემები წარმოადგინეს: „რა არის ბუღალტერია“. სტუდენტი: მარიტა დავითაძე. თემის ხელმძღვანელი: ირმა ადეიშვილი „სამედიცინო შემთხვევების მართვა“ სტუდენტი: ანა მესხიძე თემის ხელმძღვანელი: ნანა თედორაძე. “ფიზიკური გარემოს მნიშვნელობა ბაღში“ სტუდენტი: ეკა ჯორბენაძე თემის ხელმძღვანელი: ნანა თედორაძე „სოციალ-ემოციური სფეროს განვითარება“. სტუდენტები: ქრისტინა ვაშაყმაძე, თამთა პაპიძე. თემის ხელმძღვანელი: რუსიკო ხალვაში. „საბაჟო“. სტუდენტები: დიანა აბაშიძე, თამთა კონცელიძე. თემის ხელმძღვანელი: ნატო ურუშაძე. პროფესიულ სტუდენტებსა და პედაგოგებს გადაეცათ სიგელები.

01.06.2022 წელი

ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის საბაჟო საქმის პროფესიული პროგრამის სტუდენტები საქართველოს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის ბრძანებით პრაქტიკანტებად დაინიშნენ საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი" და საბაჟო გამშვებ პუნქტში "ბათუმის პორტი".

. პრაქტიკას ხელმძღვანელობენ პროფესიული მასწავლებლები: ნატო ურუშაძე და რუსუდან კუკავა.

. 

31.05.2022

ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში მიმდინარეობს სტუდენტური კონფერენცია

.konfere.jpg

.

. 

«StartPrev12345678910NextEnd»
 

Designed By : BatumiWeb

Gallery photos

 

Go Top