• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია, ხედვა, ღირებულებები
    • თანამშრომლობა
    • ბიბლიოთეკა
    • სტრატეგია
    • კატალოგი
      • კატალოგი 2017
      • კატალოგი 2018
      • კატალოგი 2019
      • კატალოგი 2020
      • კატალოგი 2021
      • კატალოგი 2022
  • მართვა
    • სტრუქტურა
    • დირექტორი
    • სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
    • სტრატ. განვით. და ხარისხის სამსახური
    • სტრუქტურული ერთეულები
  • პროგრამები
  • მარეგულირებელი აქტები
    • წესდება
    • შინაგანაწესი
    • სხვა მარეგულირებელი აქტები
  • თვითმმართველობა
    • სტუდ. თვითმმარ. 2021-2022 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა
  • გალერეა
  • კონტაქტი

 

 

ლექსიკონი

 

 

სასარგებლო ბმულები

 

Our capabilities

Nulla sed magna eu

Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor.

Vivamus eu dui sem

Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor.

Lorem ipsum dolor

Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor.

19-20.05.2022 წელი

ბათუმის დამოუკიდებელმა სასწავლებელმა 19-20 მაისს მიიღო მონაწილეობა ტრენინგზე ვოქშოპში „პროფესიული განათლების პრაქტიკოსი მკვლევარი“ (ტრენერი - პროფ. დოქ. მარკუს ბიონერი, გერმანია). სასწავლებლიდან წარდგენილი იყვნენ: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ქ-ნი მანანა ხაბაძე და ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი ქ-ნი ირმა ადეიშვილი. ტრენინგის მიზანი იყო პროფესიულ განათლებაში კვლევის ჩატარებისა და წესების მნიშვნელობა, ასევე კვლევის ფარგლებში მთავარი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა, რომელსაც მოჰყვა სავარჯიშოები, დისკუსიები და ინტერაქტიული თამაშები.

ექთნის საერთაშორისო დღე

ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებელი გილოცავთ ექთნის საერთაშორისო დღეს!

ჩვენი სასწავლებელი ამაყია, რომ სასწავლებელში ვანხორციელებთ სწავლებას საექთნო განათლების მოდულზე და არაერთი ექთანი გამოვზარდეთ, რომლებიც წარმატებით ანხორციელებენ თავიანთ საქმიანობას.

წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე

წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში მრავალმხრივ ნიჭიერი, გამორჩეული პიროვნების, პროფესორ ბატონ ვლადიმერ მახარაძის წიგნის „ფარმაციის ისტორია აჭარაში“ პრეზენტაცია შედგა. ავტორმა ფართოდ მიმოიხილა წამალთმცოდნეობისა და ფარმაციის განვითარების ისტორია უძველესი დროიდან დღემდე. გაიმართა გულახდილი დიალოგი ფარმაციის დარგში არსებულ გამოწვევებზე. ფარმაციის სპეციალობის პროფესიულ სტუდენტთა დაინტერესება გამოიწვია თანამედროვე პირობებში ფარმაცევტთა როლისა და ადგილის მნიშვნელობაზე. ბატონმა ვლადიმერ მახარაძემ სტუდენტებთან დიალოგში ბევრ საჭირბოროტო საკითხს შეეხო და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა. ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელმა მანანა ხაბაძემ, დირექტორის მოადგილე გულნარა ბასილაძემ, კოლეგებმა წიგნის ავტორს მიულოცეს უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი წიგნის გამოცემა და უსურვეს შემდგომი წარმატებები.

ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის ფარმაცია (სააფთიაქო) სტუდენტების შეხვედრა სააფთიაქო ქსელის "გლუკოზა"-ს დირექტორ გიორგი სურმანიძესთან

დამსაქმებელმა "გლუკოზა"-ს დირექტორმა სტუდენტებს ესაუბრა ქსელის ორგანიზაციულ საკითხებზე, დასაქმების პერსპექტივებზე და "გლუკოზა"-ს ქსელის პერსპექტივებზე. მან აღნიშნა რომ ქსელში არის 5 ობიექტი და ბაზარზე არის 17 წელი. გამოირჩევიან მომხმარებელთან კომუნიკაციით და საუკეთესო მომსახურების ხარისხით. სტუდენტებმა დაუსვეს შეკითხვები, რომელთაც ამომწურავი პასუხი გასცა დირექტორმა, ასევე მან გამოთქვა სურვილი რომ კურსდამთავრებულებს სიამოვნებით მიიღებდნენ ქსელში სტაჟირებაზე დასაქმების პერსპექტივით.

სიყვარულის დღე

"სიყვარული გვაერთიანებს" ამ მოწოდებამ შეკრიბა სასწავლებლის სტუდენტები, რომლებმაც სიყვარულის დღე აღნიშნეს.

სადღესასწაულო განწყობა, გაზაფხულის თბილი და სასიამოვნო ამინდი, ყვავილები, მილოცვები. სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა მიერ ორგანიზებული ზეიმი დიდხანს გაგრძელდა.

25.03.2022 წელი

ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში 2022 წლის 25 მარტს ჩატარდა პროფესიულ მასწავლებელთა ტრენინგი ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მიზნით.

ტრენინგი ჩაატარა სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელმა მანანა ხაბაძემ.

ტრენინგზე განიხილეს შეფასების ინსტრუმენტების მტკიცებულებების შესახებ.

ტრენინგს ესწრებოდა პროფესიული მასწავლებლები და პროგრამის ხელმძღვანელები. ტრენინგი ჩატარდა აქტუალურ და საინტერესო გარემოში.

23.03.2021

ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებელის ფარმაკო-ქიმიის ლაბორატორიაში, ფარმაცია (სააფთიაქო) მეორე სასწავლო წლის სტუდენტებმა განახორციელეს პრაქტიკული მეცადინეობა დაკვირვებით;

მოდული-ფარმაცევტული ანალიზი-1;

სწავლის შედეგი- 3;

მოდულის განმახორციელებელი -ციური გოგოტიძე

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის პროფესიული სტუდენტები შეუერთდნენ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და საექთნო განათლების სტუდენტებმა იმსჯელეს დაუნის სინდრომის მქონეთა პრობლემებზე;

პრაქტიკული მეცადინეობა "ევექსის ჰოსპიტალში"

ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის ხარისხის სამსახურისა და პროგრამის ხელმძღვანელის მონიტორინგის ფარგლებში, განხორციელდა პრაქტიკულ მეცადინეობაზე დასწრება, რომელიც მიმდინარეობდა სასწავლო ბაზაზე "ევექსის ჰოსპიტალში;

მოდული: კლინიკური პრაქტიკა. ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვა;

მოდულის განმახორციელებელი: გენადი ხოზრევანიძე;

21.03.2022 წელი

ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში 21.03.2022წ ჩატარდა ღია მეცადინეობა, პროფესიულ პროგრამა: საექთნო განათლებაში;

მოდულის დასახელება: მიკრობიოლოგია;

მეცადინეობის ფორმა: თეორიული;

თემა: ჰელმინთების კლასიფიკაცია;

ღია მეცადინეობას ესწრებოდა კრიტიკული მეგობრობის ჯგუფის წევრები და პროფესიული მასწავლებლები; მეცადინეობა ჩატარდა საინტერესოდ და სტუდენტებმა თავი კარგად წარმოაჩინეს;

«StartPrev12345678910NextEnd»
 

Designed By : BatumiWeb

Gallery photos

 

Go Top