• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • მისია, ხედვა, ღირებულებები
    • თანამშრომლობა
    • ბიბლიოთეკა
    • სტრატეგია
    • კატალოგი
      • კატალოგი 2017
      • კატალოგი 2018
      • კატალოგი 2019
      • კატალოგი 2020
      • კატალოგი 2021
      • კატალოგი 2022
  • მართვა
    • სტრუქტურა
    • დირექტორი
    • სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
    • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
    • პერსონალი
  • პროგრამები
  • მარეგულირებელი აქტები
    • წესდება
    • შინაგანაწესი
    • სხვა მარეგულირებელი აქტები
  • თვითმმართველობა
    • სტუდ. თვითმმარ. 2021-2022 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა
  • გალერეა
  • კონტაქტი

 

 

ლექსიკონი

 

 

სასარგებლო ბმულები

 

Our capabilities

Nulla sed magna eu

Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor.

Vivamus eu dui sem

Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor.

Lorem ipsum dolor

Consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor.

27.12.2018


                                                                            ინტელექტუალური თამაშის ფინალი
26 დეკემბერს სასაწავლებელში ჩატარ და ინტელექტუალური თამაშის ,,რა, სად, როდის?“ ფინალი. მასში მონაწილეობა მიიღო ნახევარფინალში გამარჯვებულმა გუნდებმა. თამაში იყო საიტერესო, დაძაბული და სახალისო. დაძაბული ,,ბრძოლის“ შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული - ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტის მე-3 საფეხურის გუნდი. მათ გადაეცათ გარდამავალი თასი, სიგელები და ფასიანი საჩუქრები.

               

21.12.2018

                                                        ტრენინგი თემაზე: „ შრომის უსაფრთხოება“
2018 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ შრომის უსაფრთხოება“ კერძო კოლეჯების ადმინისტრაციისა და მისი ტექნიკური პერსონალისთვის. ტრენერის ბატონი მიხეილ კორძახიას მიერ განხილული იყო საგანგებო სიტუაციების მართვა და სახანძრო უსაფრთხოება დაწესებულებაში. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშო, მათ ცეცხლი ჩააქრეს ცეცხლმაქრების გამოყენებით. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ჩვენი სასწავლებლიდან ტრენინგს ესწრებოდა პროფესიული პროგრამების მენეჯერი იზო ხალვაში.

           

20.12.2018

                                             ინტელექტუალური თამაში ,,რა, სად, როდის?“
19 დეკემბერს სასაწავლებელში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ,,რა, სად, როდის?“. მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პროგრამის პროფესიული სტუდენტების ათმა გუნდმა. პროფესიული მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ ობიექტურად შეაფასა და გამოავლინა პირველი ტურის გამარჯვებული 6 გუნდი, თამაშის ,,რა, სად, როდის?“ მეორე ტური გაიმართება 21 დეკემბერს.

                 

18.12.2018

          17 დეკემბერს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობა შეიკრიბა სასწავლებელში ინტელექტუალური თამაშის ,,რა, სად, როდის?“ ორგანიზებულად ჩატარებასთან დაკავშირებით. შეკრებას ესწრებოდნენ სტუდენტურ თვითმმართველობასთან ურთიერთობის სამსახურის ხელ-ლი თეიმურაზ ხალვაში და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელ-ლი მანანა ხაბაძე. მათი ხელმძღვანელობით განხილული იქნა საორგანიზაციო საკითხები ინტელექტუალური თამაშის ჩასატარებლად. 

                            

15.12.2018

პოეზიის საღამო - ,,შემოდგომის ფერები“

     მიმდინარე სასწავლო წლის 14 დეკემბერს ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში ჩატარდა კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება - პოეზიის საღამო “შემოდგომის ფერები“. სტუდენტური თვითმმართველობის მიერ მოწვეულნი იყვნენ ახალგაზრდა პოეტები: გენრი დოლიძე, აჩი ბერიძე, სულხან წულუკიძე და ჯაბა გორგილაძე. პოეტებმა სტუდენტებს გააცნეს თავიანთი შემოქმედება, წაიკითხეს ლექსები,   რომელებიც გამთბარი იყო სამშობლოს, ქართველი ერის, მშობლიური კუთხის სიყვარულითა და ღირსეულ ურთიერთობათა პატივისცემით. საღამოზე ასევე საკუთარი ლექსები წაიკითხეს პროფესიულმა სტუდენტებმა: ჟუჟუნა ართმელაძემ (პრაქტიკოსი ექთნის მე-5 საფ.) და სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ ანრი ბერიძემ. საღამომ ჩაიარა თბილ და სასიამოვნო გარემოში.

  

01.12.2018

ვიცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით

       2018 წლის 30 ნოემბერს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის ფარმაციის თანაშემწის მეხუთე საფეხურის პროფესიულმა სტუდენტებმა ჩაატარეს ღონისძიება სლოგანით: „ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს“. სტუდენტებმა - ქრისტინა ზოიძემ, ლანა კაკულიამ, თამუნა შაინიძემ, ლიკა მასხულიამ, ლინდა ბერიძემ, ნინო მსხალაძემ და ინგა გოგიტიძემ წარმოადგინეს დღეისათვის აქტუალური თემები ცხოვრების ჯანსაღ წესზე, კერძოდ : “თამბაქო და მისი მავნებლობა“, „ალკოჰოლი და მისი მავნებლობა“, „ნარკოტიკი და მისი მავნებლობა“, „მარიხუანა და მისი მავნებლობა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საწავლებლის პროფესიული სტუდენტები და მასწავლებლები, ბოლოს კითხვა -პასუხის რეჟიმში გაიმართა აზრთა ურთიერთგაცვლა აღნიშნულ თემებთან მიმართებაში.

                                                   

27.11.2018

                                                               სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები-2018
27 ნოემბერს, ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
არჩევნებამდე პროფესიული პროგრამების ცალკეულ ჯგუფში წინასწარ ჩატარდა თვითმმართველობაში წარსადგენი კანდიდატურების ( ჯგუფიდან 2 პროფესიული სტუდენტის ) აღჩევა.
თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევა ჩატარდა ფარული კენჭისყრით. თვითმმართველობის 28 კანდიდატმა დაასახელა 5 პროფესიული სტუდენტი (თვითმმართველობის საბჭო): შაშიკაძე მაშო, ზაქარიაძე ანა, ბერიძე ანრი, კობალაძე მარიამ და ხიმშიაშვილი ანა. დასახელებული კანდიდატებიდან ხმათა უმრავლესობით ( 16 ხმა) თვითმმართველობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ანრი ბერიძე.
თვითმმართველობის საბჭოს წევრებზე განისაზღვრა შემდეგი ფუნქციები:
თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილე - მაშო შაშიკაძე;
კულტურული ღონისძიებების სექტორის ხელ-ლი - მარიამ კობალაძე;
სპორტული ღონისძიებების სექტორის ხელ-ლი - ანა ხიმშიაშვილი;
საბჭოს მდივანი - ანა ზაქარიაძე.
ხმის დამთვლელთა კომისიაში მონაწილეობდა სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები.

   

12.11.2018


აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საჯარო და კერძო პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს ასსპა-ს თავმჯდომარე თამაზ შავაძე და თავმჯდომარის მოადგილეები ასლან ლორთქიფანიძე და თამაზ თურმანიძე შეხვდნენ. სამუშაოზე შეხვედრაზე მოისმინეს ის პრობლემები, რომლებიც კერძო პროფესიულ სასწავლებლებს თავიანთი მუშაობის პროცესში აქვთ.
საქართველოში ინერგება დუალური განათლების სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო პრაქტიკაზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიღებას. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა პროფესიული სასწავლებლებისა და კომპანიების ეფექტური კომუნიკაცია, რისთვისაც აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეასრულებს შუამავლის ფუნქციას. აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზნით პროფესიული სასწავლებლებისა და კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც კოორდინაციას აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა გაუწევს.აღნიშნულ შეხვედრას ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლიდან ესწრებოდა პროფესიული პროგრამების მენეჯერი იზოლდა ხალვაში.

 

23.10.18

ექსკურსია იმერეთის რეგიონში

   20 ოქტომბერს სასწავლებლის პროფესიული მასწავლებლებმა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს იმერეთის რეგიონის ღირშესანიშნაობები - წყალტუბოში ,,პრომეთეს მღვიმე“, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი, სათაფლია, ,,მოწამეთა ტაძარი“. ექსკურსია დაგეგმილი იყო გასულ სასწავლო წელს, სტუდენტური თვითმმართველობის მიერ გამოვლენილი საუკეთესო კურსისათვის. შედეგების შეჯამებას ხელმძღვანელობდა ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ხაბაძე, საუკეთესოდ გამოვლინდა ბუღალტრის მე-4 საფეხურის სტუდენტები (კურსის ხელ-ლი ირმა ადეიშვილი).  

  

  

29.09.2018

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

   8 ოქტომბერს 10.00 საათზე   შპს ,,ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელში“ სასწავლო პროცესი დაიწყება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

1. კბილის ტექნიკოსი ( მესამე, მეოთხე საფ.);

2. პრაქტიკოსი ექთანი (მეხუთე საფ.)

3. ბუღალტერი   (მეოთხე საფ.)

4. ოფისის მენეჯერი (მეოთხე საფ.)

5. საბაჟო წარმომადგენელი (მესამე, მეოთხე საფ.)

«StartPrev567891011121314NextEnd»
 

Designed By : BatumiWeb

Gallery photos

 

Go Top